2025 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, ბათუმში, ივლისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 35.6%-ით გაიზარდა და 1,664 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 60.7%-ით 104 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
გარიგებები აჩვენებს, რომ ბათუმში 2025 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 38.4%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
“ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის ივლისში ერთიანად დარეგისტრირდა 180-მდე ტრანზაქცია. ამ პროექტის გარეშე ზრდა კი 23.3%-ს შეადგენს”, – მიუთითებს Colliers Georgia.
მზარდი იყო ფასებიც. ბათუმში 2025 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.9%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,369 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (48.3%), ასევე მეორეულ ბაზარზე (12.5%).
“საშუალო შეწონილი ფასების ზრდაზე გავლენა მოახდინა ივლისში ერთ-ერთ მსხვილ პროექტში ერთიანად დარეგისტრირებულმა 180-მდე ტრანზაქციამ. ამ პროექტის გარეშე მაჩვენებელი 14.5%-ით გაიზარდა, პირველად ბაზარზე კი – 19.3%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას”, – ნათქვამია ბაზრის მიმოხილვაში.
23 ოქტომბერს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე:„მსოფლიოსა და ეროვნული…
ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ინფორმაციას…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური…