ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ჯამში, მცირე და საშუალო სექტორში 3000 პროექტზე მეტი არის მხარდაჭერილი, რაც, საინვესტიციო თვალსაზრისით, 3 მილიარდ ლარს აღემატება. სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი ნადარეიშვილის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„სახეზე გვაქვს ის შედეგები, რომლებიც გამოარჩევს მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას – ეს არის თითქმის გაოთხმაგებული პროდუქციის გამოშვება, ასევე სამნახევარჯერ გაზრდილი დამატებითი ღირებულება, ორნახევარჯერ გაზრდილია ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში და დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი დასაქმება ამ სექტორში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების მუდმივი ადაპტირება ბიზნესის საჭიროებების მიხედვით პრიორიტეტად რჩება და მომავალშიც გაგრძელდება.
„მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტს წარმოადგენს. ამ სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ამ ეტაპზე, ცვლილებები შედის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ძირითად პროგრამებში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათ სამომავლო განვითარებას“ – განაცხადა ნადარეიშვილმა “აწარმოე საქართველოშის” პროგრამებში შესული ცვლილებების შეფასებისას.
ეკონომიკის სამინისტრო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობებს აფართოებს – უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში. თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა. ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა.
საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…