საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის თანახმად, კაცებში უმუშევრობა უცვლელად 15.9%-ზე შენარჩუნდა, თუმცა ქალებში ის წინა წელს არსებული 10.9%-დან 12.2%-მდე გაიზარდა.
საქსტატის თანახმად, შემცირებულია ქალებში როგორც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა. კერძოდ, თუკი 2024 წლის მეორე კვარტალში 486.6 ათასი ქალი იყო დაქირავებით დასაქმებული წელს ეს რიცხვი 7.6 ათასით არის შემცირებული 479 ათასამდე.
ხოლო თვითდასაქმებული ქალების რიცხვი 2024 წლის მეორე კვარტალში არსებული 139.8 ათასიდან წელს 13.1 ათასით შემცირდა და 126.7 ათასი შეადგინა.
შესაბამისად, მთლიანობაში ქალი დასაქმებულების რიცხვი წინა წელს არსებული 626.6 ათასიდან 20.9 ათასით 605.7 ათასამდე შემცირდა.
რაც შეეხება კაცებს, 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით დასაქმებულად ითვლება 760.6 ათასი კაცი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6 ათასით მეტია, მათ შორის დაქირავებულთა რიცხვი წლიურად 12.4 ათასით არის შემცირებული 461.5 ათასამდე, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 16.2 ათასით გაიზარდა 295.5 ათასამდე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს თავდაცვის…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან…