საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი გაიზარდა

საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი გაიზარდა

სემეკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი გაიზარდა.

სტატისტიკის თანახმად, ტრანზიტმა სულ 422 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია. ტრანზიტის უდიდესი ნაწილი მოდის აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტზე, რამაც 346 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. ასევე რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტი 28%-ით გაიზარდა და 76.5 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტს, ის 2025 წლის პირველ შვიდ თვეში 50%-ით შემცირდა და 495 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. კლების უმთავრესი მიზეზი საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის 50%-ით, 401 მილიონ კილოვატ საათამდე შემცირებას უკავშირდება. ასევე, 52%-ით შემცირდა საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი სომხეთში, რამაც წელს მხოლოდ 52.4 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა.

საქართველოს ექსპორტის კლება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყანაში მოქმედი ჰესების გამომუშავების შემცირებასთან, რაც თავის მხრივ ძირითადად კლიმატურ პირობებს უკავშირდება. 2025 წლის იანვარ-ივლისში ჰესებმა სულ 6.9 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წლიურად 637 მილიონი კილოვატ საათით, ანუ 8%-ით არის შემცირებული.

პარალელურად, წელს 116%-ით, 1 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი. აქედან 580 მილიონი კილოვატ საათი რუსეთიდან აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის იმპორტს წარმოადგენდა და ის წლიურად 39%-ით არის გაზრდილი, ამასთან 660%-ით, 356 მილიონი კილოვატ საათამდე გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან.

მსგავსი სიახლეები

ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი…

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს თავდაცვის…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე…
21 და 22 მარტს ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, დაინიშნება დამატებითი რეისებიც

21 და 22 მარტს ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, დაინიშნება…

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან…