საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას დავით ვარდიაშვილი უხელმძღვანელებს. მისი კანდიდატურა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დავით ვარდიაშვილი 2022 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კომპანიის ახალი ხელმძღვანელს აქვს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, გაზის ინდუსტრიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება. მან დავით ვარდიაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს გაწეული საქმიანობისთვის. დავით ვარდიაშვილს ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“. გარდა ამისა, 2016 – 2017 წლებში დავით ვარდიაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე მას აქვს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია – ის უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელსაც აღნიშნული კომპანია 2013 წლიდან ახორციელებს და მისი დასრულების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობის 93%-ს ბუნებრივ აირთან წვდომა ექნება. „სახელმწიფოს ძალისხმევით, ბოლო 12 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებებისთვის, რომლებიც მანამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული. გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამამ სარგებელი მოუტანა არა მხოლოდ საოჯახო მეურნეობებს, არამედ ხელი შეუწყო მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებას, განსაკუთრებით, რეგიონებში,“ – განაცხადა მინისტრმა. ახალი დირექტორის წარდგენას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე.

მსგავსი სიახლეები

კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის პროექტზე შეხვდა

კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის…

დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუ ფონდის“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა…
საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და მნიშვნელობას იძენს – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას…

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებით…
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შეხვდა –…

ახლახან დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ…