IT ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას შეუწყობს ხელს – ნადარეიშვილი

IT ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას შეუწყობს ხელს – ნადარეიშვილი

IT სფეროში მომუშავე უცხოელი სპეციალისტები, რომელთა წლიური შემოსავალი 25,000 დოლარის ეკვივალენტს აღემატება, საქართველოში 3 წლით ბინადრობის ნებართვას სპეციალური პირობებით მიიღებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი ნაბიჯია ამ სფეროში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას. “ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150-ზე მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის ოფისი გაიხსნა. საქართველოში ათასობით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ თავად კომპანიებიც აქტიურად ახორციელებენ ინვესტირებას ადგილობრივი კადრების ზრდაში და ამით ქართველ სპეციალისტებს საშუალება მიეცათ, საქართველოს დატოვების გარეშე, იმუშაონ საერთაშორისო კომპანიებში გლობალურ პროექტებზე. შედეგად, 2 მლრდ ლარს გადააჭარბა IT ტექნოლოგიების ექსპორტმა, რაც უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. საქართველოს მთავრობამ 27 აგვისტოს მიღებული დადგენილებით №389, უცხოელი IT სპეციალისტებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაადგინა. დოკუმენტის მიხედვით, კანონმდებლობას დაემატა ახალი მუხლები (124 და 125), რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს, რა პირობებში შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უცხოელები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შემოსავლის დადასტურებაა, რაც ანაზღაურების სახით წელიწადში 25,000 დოლარს უნდა აჭარბებდეს. ახალი რეგულაციები IT სექტორში დასაქმებულ სამ ჯგუფს ეხება: საქართველოში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტებს; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს; საერთაშორისო IT კომპანიების ხელმძღვანელ პირებსა და წარმომადგენლებს. დადგენილებით განსაზღვრულია, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა უნდა წარადგინოს: განაცხადი უნიკალური კოდის მითითებით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისას ენიჭება; პირადობისა და საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები; IT სფეროში მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა; დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ მიღებული ანაზღაურება წლიურად არანაკლებ 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში, თანაც მიღებული მინიმუმ ორჯერ, 30-დღიანი ინტერვალით. IT სექტორში არსებული საგადასახადო შეღავათების შედეგად ამ სფეროში საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე შპს-ები დასაქმებულებზე 20%-ის ნაცვლად 5%-ის საშემოსავლო გადასახადს იხდიან. ასევე შეღავათიანი რეჟიმი არის დაწესებული მოგების გადასახადზეც.

მსგავსი სიახლეები

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს კი 127 მისამართზეა ხელმისაწვდომი – ირაკლი კობახიძე

2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს…

“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში – იუსტიციის მინისტრი

ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში…

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…