37%-მდე გაიზარდა მოსახლეობის წილი, ვინც ონლაინ შოპინგით და მიტანის სერვისით სარგებლობს

37%-მდე გაიზარდა მოსახლეობის წილი, ვინც ონლაინ შოპინგით და მიტანის სერვისით სარგებლობს

საქართველოში ელექტრონული კომერციის მაჩვენებლები მაღალი ტემპით იზრდება – საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მდგომარეობით 6 პროცენტული პუნქტით, მოსახლეობის 37%-მდე გაიზარდა მათი წილი, ვინც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც შეიძინა საქონელი ელექტრონული გზით ან ისარგებლა მიტანის სერვისით. ქალაქებში ეს მაჩვენებელი მოსახლეობის 43.4%-ს აღწევს (ზრდა 6.1 პროცენტული პუნქტი), სოფლად კი 26.1%-ს (ზრდა 6.2 პროცენტული პუნქტი). ამასთან, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებული ტემპით გაიზარდა ქალებში და 41%-ს მიაღწია (ზრდა 8.6 პროცენტული პუნქტი), მამაკაცებში კი მატება 3.4 პროცენტული პუნქტია. განსაკუთრებით აქტიურად ელექტრონულ კომერციით 15-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი სარგებლობს, სადაც ეს მაჩვენებელი 61%-ს აღწევს, 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 38.3%-ია, ხოლო 60+ მოსახლეობაში 15.3%. ელექტრონული კომერციის ფართოდ ათვისება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია როგორც მიტანის სერვისების მოცვის გაუმჯობესებასთან, ასევე საქართველოს ბაზარზე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სავაჭრო სისტემების – Temu-ს და Shien-ის მნიშვნელოვან გააქტიურებასთან.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია – TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს…

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…