საკონტეინერო გადაზიდვები კიდევ გაიაფდა – ფასის წლიური კლება 56%-ია

საკონტეინერო გადაზიდვები კიდევ გაიაფდა – ფასის წლიური კლება 56%-ია

საკონტეინერო გადაზიდვები გაიაფდა. 11-კვირიანი კლების შემდეგ, Drewry-ის მსოფლიო კონტეინერების ინდექსი (WCI) ამ კვირაში დასტაბილურდა და მხოლოდ 1%-ით შემცირდა.

წლიურად, მსოფლიო საკონტეინერო ინდექსი 56%-ით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 2,104 დოლარია. შარშან ამ დროს კონტეინერების გადაზიდვის ფასი 4 775 დოლარს აღემატებოდა.

Drewry-ს ანგარიში აჩვენებს, რომ ტრანს-წყნარი ოკეანის ტარიფების ზრდა, აზია-ევროპის ტარიფების მნიშვნელოვანმა ვარდნამ დააკომპენსირა. მაგალითად, შანხაი-როტერდამის ხაზზე კონტეინერების გადაზიდვის ფასი ბოლო 1 კვირაში 10%-ით, წლიურად კი, 62%-ით არის შემცირებული და 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 2385 დოლარია, მაშინ როდესაც შანხაი-ლოს-ანჯელესის ხაზზე გადაზიდვა ბოლო 1 კვირაში 8%-ით გაიზარდა და 2522 დოლარს მიაღწია. ზრდის მიუხედავად, წლიურად ამ ხაზზე მაინც 58%-იანი კლებაა. 12%-ით არის გაძვირებული გადაზიდვა შანხაი-ნიუ იორკის ხაზზე. აქ წლიურ ჭრილში ფასის 56%-ით შემცირება ნარჩუნდება.

Drewry-ს ექსპერტები ელიან, რომ ტარიფები სტაბილური დარჩება მომდევნო კვირებში. მათ შორის, მოსალოდნელია, რომ აზია-ევროპის მარშრუტზე ტარიფების კლებაც გაგრძელდეს.

Drewry-ს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიწოდება-მოთხოვნის ბალანსი კვლავ შესუსტდება 2025 წლის მეორე ნახევარში, რაც ტარიფების შემცირებას გამოიწვევს. ტარიფების ცვლილება და დრო დამოკიდებული იქნება ტრამპის მომავალ ტარიფებსა და ჩინურ გემებისთვის აშშ-ის მიერ ტევადობასთან დაკავშირებული ჯარიმების შემოღებაზე, რომელიც ჯერჯერობით ბუნდოვანია.

მსგავსი სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.…
აშშ-ის საელჩოში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა

აშშ-ის საელჩოში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა

შშ-ის საელჩოში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. სტაჟირების პროგრამა გამოცხადებულია საჯარო დიპლომატიის, ობიექტების მართვისა…
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, იმპორტიორი კი თურქეთი – საქსტატი

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო,…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო…