განათლება კვლავ ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი სექტორია – რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი/დაბალი ხელფასები?

განათლება კვლავ ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი სექტორია – რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი/დაბალი ხელფასები?

განათლების სექტორი საქართველოს ეკონომიკის კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროა – 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2,212 ლარს შეადგენს, განათლების სექტორში კი საშუალო ხელფასი ამაზე ორჯერ დაბალია და 1093 ლარს შეადგენს. ამ მაჩვენებელთან შედარებით უფრო დაბალი ხელფასი მხოლოდ “სხვა სახის მომსახურებაშია” რაც მოიცავს საქმიანობის ყველა სფეროს, რომლებიც სხვა სექტორებში არაა დასახელებული.

2025 წლის II კვარტალის მდგომარეობით ყველაზე მაღალი ხელფასები ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორშია რაც 4177 ლარს შეადგენს. მეორე ადგილს საფინანსო სექტორი იკავებს 3 732 ლარით, მესამეზე კი მშენებლობის სექტორია 3 468 ლარის საშუალო ხელფასით.

2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება:

სექტორიმთლიანი ხელფასი ლარებში20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით (ხელზე ასაღები)ზრდა/კლება წინა წელთან
ინფორმაცია და კომუნიკაცია4177 ლარი;3341 ლარი;5%
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები3732 ლარი;2986 ლარი;2%
მშენებლობა3468 ლარი;2774 ლარი;18%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები2995 ლარი;2396 ლარი;4%
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება2761 ლარი;2209 ლარი;19%
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება2760 ლარი;2208 ლარი;19%
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება2643 ლარი;2114 ლარი;8%
ტრანსპორტირება და დასაწყობება2466 ლარი;1973 ლარი;12%
სულ2212 ლარი;1770 ლარი;10%
დამმუშავებელი მრეწველობა2102 ლარი;1682 ლარი;9%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები2034 ლარი;1627 ლარი;6%
ხელოვნება, გართობა და დასვენება1985 ლარი;1588 ლარი;10%
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი1949 ლარი;1559 ლარი;8%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები1848 ლარი;1478 ლარი;16%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები1744 ლარი;1395 ლარი;14%
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები1705 ლარი;1364 ლარი;15%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა1506 ლარი;1205 ლარი;4%
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები1428 ლარი;1143 ლარი;14%
განათლება1367 ლარი;1093 ლარი;19%
სხვა სახის მომსახურება1339 ლარი;1071 ლარი;-15%

მსგავსი სიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ…

აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…