2024 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 33 და დაშავდა 257 ადამიანი. ამის შესახებ შრომის უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში წერია.
ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილი 33 პირიდან ყველა კაცია, აქედან კი 3 შრომითი იმიგრანტია. სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტების შედეგად დაშავებულთაგან 59 ქალი და 198 კაცია.
„მიუხედავად აქტიური ბიზნეს სუბიექტებისა და დასაქმებულთა რაოდენობების ზრდისა პირდაპირპროპორციულადაა შემცირებული სამუშაო სივრცეში მომხდარი ინციდენტების რაოდენობა და შესაბამისად ინციდენტობის მაჩვენებელი.
ხაზგასასმელია სამუშაო სივრცეში აღრიცხული ინციდენტების რადიკალური კლება 2024 წლისთვის, რაც სახელმწიფოს მიზნობრივი პოლიტიკისა და სტრატეგიული დოკუმენტებით დაგეგმილი აქტივობების ეფექტურობაზე და კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებაზე მეტყველებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…