8 თვეში ქუთაისის აეროპორტი 1 238 458 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია – ქვრივიშვილი

8 თვეში ქუთაისის აეროპორტი 1 238 458 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია – ქვრივიშვილი

2025 წლის 8 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 238 458 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” მთავრობაში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის გაცნობის შემდეგ განაცხადა.

„ქუთაისის აეროპორტი გამოირჩევა სწრაფად მზარდი დინამიკით, რაც ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ და პირდაპირი ფრენებისა და სიხშირეების ზრდამ განაპირობა.

მიმდინარე წელს ვგეგმავთ აეროპორტის განვითარების არსებული გეგმის რევიზიას, რათა გაიზარდოს სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 3.5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია.

აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3500 მეტრის ტერიტორიაზე ხორციელდება, სადაც ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფუნდამენტის მოწყობა, ინერტული მასალების შეტანა, ასფალტის დაგება, ხელოვნური საფარის მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე დასრულების ეტაპზეა მიწის საექსკავაციო პროცესი და მიმდინარეობს სამიმოსვლო ბილიკის საფუძვლის მოწყობისა და თვითმფრინავების სადგომ ბაქანზე ცემენტბეტონის საფარის სამუშაოები. პროექტის ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარამდეა.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს – ჩვენს ქვეყანაში პირველად აშენდება სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურა. მისი დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მომსახურებას შეძლებს. ეს ნიშნავს რეისებს უფრო შორი მანძილებიდან, ასევე ტვირთების მომსახურებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქუთაისის აეროპორტის როლს ქვეყნის ეკონომიკაში და ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. მგვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა.…

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში – მაკა ბოჭორიშვილი

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში – მაკა…

გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. “ეს არის ზოგადად ძალიან კარგი…
მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.…