მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთის ქალაქებში, დელისა და მუმბაის ცენტრალურ მოედნებზე, საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინდოეთიდან საქართველოში საქმიანი ტურისტული ღონისძიებისა და მაღალმხარჯველი ტურისტული ჯგუფების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ინდურ კომპანიასთან, Think Strawberries-თან ერთად მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. ტურიზმის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის ივნისში კომპანია 407 ათას დოლარად დაიქირავა. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მუმბაისა და დელიში ბანერების განთავსების ბიუჯეტი 29 700 დოლარია.
მარკეტინგული კამპანია მოიცავს პრეზენტაციებს, ე.წ. როუდ შოუებს, B2B შეხვედრებს, ციფრულ და გარე რეკლამას. ბეჭდურ და ციფრულ პრემიუმ გამომცემლობებში კი საქართველოს შესახებ სტატიები იბეჭდება. ასევე, რეკლამასა და ვიდეორგოლებს სოციალურ მედიასა და საინფორმაციო აპლიკაციებში.
ამასთან, მიმდინარე წელს ინდოეთიდან საქორწილო ტურიზმის წახალისების მიზნით კომპანია Vivaah Wedding Parties Organizing LLC-სთან 100 800 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.
როგორია ტურიზმის სტატისტიკა ინდოეთიდან?
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დროს, 2020 წელს კლების შემდეგ, 2021 წლიდან ინდოეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მზარდია და გასულ წელს რეკორდულ 124 335-ს მიაღწია.
„ნოროვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ“, – ამის შესახებ…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსესა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს…
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…