პარლამენტი ბიზნესების და მომხმარებლების დაცვის მოტივით ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას, რომლითაც ბარათით თუ საგადახდო სისტემის ოპერატორით გადახდების შესრულების მაქსიმალურ საკომისიოდ ოპერაციის ღირებულების 0.5% უნდა განისაზღვროს.
ამჟამად არსებული პრაქტიკით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები მათთან განხორციელებულ გადახდებზე იხდიან გაცილებით უფრო მაღალია. მაგალითად, 10 ლარამდე ოპერაციებისთვის ურთიერთგაცვლის საკომისიო არის დაახლოებით 5-10 თეთრი, რაც ნიშნავს რომ 1 ლარის ღირებულების ტრანზაქციის შესრულებისას მცირე მეწარმეს შეიძლება 90-95 თეთრი მისდიოდეს, 5-10 თეთრი კი ტრანზაქციის საფასურს წარმოადგენს, ეს კი ტრანზაქციის ღირებულების 5%-10%-ია. 10 ლარზე მაღალ ოპერაციებზე კი საკომისიო შეიძლება 1.5%-2% იყოს, ანუ ყოველი 100 ლარიდან 1.5-2 ლარი.
კანონპროექტის ავტორია “ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ამავე კომიტეტის სხვა წევრები. ინიციატივის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ერთიანი საგადახდო ჭერის დანერგვა ბიზნესებისთვის განჭვრეტად სივრცეს შექმნის და მათ საგადახდო დანახარჯებს შეამცირებს.
“დღევანდელი მდგომარეობით, სავაჭრო/მომსახურების ობიექტების მიერ საბარათე ინსტრუმენტით მიღებული გადახდებისას გადახდილი სავაჭრო ობიექტის საკომისიო არ ექვემდებარება ზღვრულ რეგულირებას და მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ტიპის სავაჭრო/მომსახურების ობიექტების, საგადახდო სქემის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა და საგადახდო ინსტრუმენტის მიხედვით. ეს ქმნის არაპროგნოზირებად საფასო გარემოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ამასთანავე, სავაჭრო ობიექტის საკომისიოში ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ურთიერთგაცვლის საკომისიო, რომელიც განსაზღვრულია გადამხდელის პროვაიდერსა (მაგ. ბარათის ემიტენტი) და მიმღების (მაგ. სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) პროვაიდერებს შორის არსებული ხელშეკრულებით. ამ საკომისიოს ოდენობა, როგორც წესი, გაუმჭვირვალეა მიმღებისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები მიზნად ისახავს:
დაადგინოს სავაჭრო ობიექტის საკომისიოს დეფინიცია და განისაზღვროს სავაჭრო ობიექტის საკომისიოს ზედა ზღვარი თითოეული გადახდის ოპერაციის თანხიდან 0,5 % ოდენობით იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთათვის, რომლებიც წარმოადგენენ სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკს ან/და ასეთი კომერციული ბანკის ჯგუფში შემავალ საგადახდომომსახურების პროვაიდერს;
დაწესდეს ვალდებულება პროვაიდერებისთვის, მიაწოდონ მიმღებს დეტალური ინფორმაცია საკომისიოს, მათ შორის მისი შემადგენელი ნაწილების შესახებ;
ეროვნულ ბანკს მიენიჭება უფლებამოსილება მონიტორინგი გაუწიოს ურთიერთგაცვლის საკომისიოს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სავაჭრო ობიექტის საკომისიოს შემცირებას თან სდევდეს ურთიერთგაცვლის საკომისიოს პროპორციული შემცირება. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება დაადგინოს ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზღვრები,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორების თქმით, 0.5%-იანი ზღვარი დააწესებს უფრო სამართლიან და პროგნოზირებად პირობებს, შეამცირებს გადაჭარბებულ საბანკო ხარჯებს და გაზრდის კონკურენციას საგადახდო მომსახურების ბაზარზე.
გაერო-ს გენერალურმა მდივანი ანტონიუ გუტერეში მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთში სიტუაცია შესაძლოა კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, ამიტომ მხარეები დიპლომატიას უნდა დაუბრუნდნენ. მან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე…
ცნობილია, რომელ ფაკულტეტზე რომელი საგნების ჩაბარება მოუწევთ წელს აბიტურიენტებს ქართული და უცხო ენის გარდა. შესაბამის ბრძანებას ხელი განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ…
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს…