ჩვენ ვურჩევთ ჩინურ კომპანიებს და მხარს ვუჭერთ მათ, რომ ინვესტიციები ჩადონ საქართველოში – ელჩი

ჩვენ ვურჩევთ ჩინურ კომპანიებს და მხარს ვუჭერთ მათ, რომ ინვესტიციები ჩადონ საქართველოში – ელჩი

ჩინეთის ელჩის განცხადებით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიაში საუკეთესო ეტაპზეა. ჭოუ ციენმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩინეთისა და საქართველოსთვის, ასევე შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნებისათვის. მისი თქმით, ამჟამად ტენდერში მონაწილე ჩინური კომპანია აქტიურად არის ჩართული ქართულ მხარესთან კონსულტაციებში.

ელჩის განმარტებით, ჩინეთი, საქართველო და შუა დერეფნის ქვეყნები დადებითად არიან განწყობილნი დერეფნის განვითარების მიმართ, რაც სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

„ანაკლიის პორტის პროექტში ტენდერში მონაწილე ჩინური კომპანია აქტიურად არის ჩართული კონსულტაციებში, ქართულ მხარესთან და ჩვენ ვუჭერთ მხარს პროექტში მონაწილე ჩინურ კომპანიებს, რა თქმა უნდა, საბაზრო პრინციპების შესაბამისად.

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები საუკეთესო ეტაპზეა ისტორიაში. ორმხრივი ინვესტიციებისა და სხვა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ჩვენმა კომპანიებმა უკვე ჩადეს ინვესტიციები და ააშენეს ე.წ. სამრეწველო პარკები, მათ შეიძინეს „ბაზის ბანკი“. ჩვენი ქვეყნის კომპანიებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივ სარგებელს. საქართველოს ხელსაყრელმა ბიზნესგარემომ ჩვენი კომპანიების კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო. ჩვენ ვურჩევთ ჩინურ კომპანიებს და მხარს ვუჭერთ მათ, რომ ინვესტიციები ჩადონ საქართველოში, გააძლიერონ თანამშრომლობა. ამჟამად კომპანია CRRC მონაწილეობს თბილისი მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტში, რომლის გეგმაა თბილისისთვის 111 ვაგონის მიწოდება 5 წლის განმავლობაში, დაწყებული 2026 წლიდან. ჩინური კომპანია სახელწოდებით Gold Wind მონაწილეობს ქარის ენერგიის პროექტში. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო მეტი ჩინური კომპანია ჩადებს ინვესტიციას საქართველოს პროექტებში, ახალ ენერგეტიკულ, მაღალტექნოლოგიურ და სხვა სფეროებში, მხოლოდ ამ სფეროებით არ შემოვისაზღვრებით, რაც საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.“ – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

არსებული მდგომარეობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხზე ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-თან მოლაპარაკებები გრძელდება. აღნიშნული კომპანია ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჯერ კიდევ გასული წლის მაისში შეირჩა, თუმცა ოფიციალურად გამარჯვებულად ამ დრომდე არაა ცნობილი, რადგან კომპანიასა და სახელმწიფოს შორის საინვესტიციო შეთანხმების პირობებზე კვლავ უთანხმოებაა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კომპანიასთან საუბარი ექვსი ძირითადი საკითხის შესახებ მიმდინარეობს, რაც ინვესტორის მხრიდან დაზუსტებას საჭიროებს.

მსგავსი სიახლეები

“უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური დაწესებულებების ავტონომია უნდა იყოს დაცული” – ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში

“უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური დაწესებულებების ავტონომია უნდა იყოს…

ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშში, რომელიც საქართველოში ვითარების შესახებ დღეს გამოქვეყნდა, ნახსენებია უნივერსიტეტების ავტონომიის დაცვის აუცილებლობა. კერძოდ, საქართველოსთვის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ უმაღლესი…
6-ზე მეტი წლის ავტომობილების იმპორტს მთავრობა აღარ კრძალავს. გაიზრდება აქციზის ტარიფი – ირაკლი კობახიძე

6-ზე მეტი წლის ავტომობილების იმპორტს მთავრობა აღარ კრძალავს. გაიზრდება…

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა. ამის შესახებ პრემიერ-მინისრმა ირაკლი კობახიძემ  ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა. “ჩვენ შემოვიღეთ…
მეტროსადგური ვარკეთილი 16 მარტიდან სრული გრაფიკით იმუშავებს

მეტროსადგური ვარკეთილი 16 მარტიდან სრული გრაფიკით იმუშავებს

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ სადგური სრულად იხსნება, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ…