“გვყავს ერთადერთი ბიზნეს ელჩი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ეს არის ეკონომიკის მინისტრი” – ირაკლი კობახიძე

“გვყავს ერთადერთი ბიზნეს ელჩი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ეს არის ეკონომიკის მინისტრი” – ირაკლი კობახიძე

“ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არავითარი სანქციების. მის მიმართ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, პრაქტიკულად, მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაუყინეს თანხები, ვერ შეაშინებენ ამ კაცს სანქციებით”, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თითქოსდა კონკრეტული ბიზნესმენები ესაუბრებიან დასავლეთის ლიდერებს, რომ არ მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება.

კითხვაზე, თუ ვინ არის „ქართული ოცნების“ ბიზნესელჩი საქართველოში, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს ერთადერთი ბიზნესელჩი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ეს არის ეკონომიკის მინისტრი.

„ჩვენ გვყავს ერთადერთი ბიზნესელჩი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ეს არის ეკონომიკის მინისტრი. ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, ქვეყნის გარეთ, სწორედ, ეკონომიკის მინისტრი ესაუბრება ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ მისი მანდატია. ბიზნესმენს შეუძლია თავისი სახელით ესაუბროს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა ეს არ არის ჩვენი მმართველობის სფეროს ნაწილი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში წარმოადგენს ეკონომიკის მინისტრი. შეიძლება რიგითი ადამიანი საუბრობდეს ვიღაცასთან, ეს მათი საქმეა. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ წარმოგვადგენს ეკონომიკის მინისტრი ბიზნესთან ურთიერთობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეკონომიკის მინისტრი საუბრობს სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით, რაც აინტერესებს კონკრეტულად სახელმწიფოს ბიზნესთან ურთიერთობის კუთხით. რაც შეეხება ბიზნესმენების საუბრებს, ეს ბიზნესმენების საქმეა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

4-5 მაისს ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება

4-5 მაისს ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება

4-5 მაისს, ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსუა…
ფასების კომისიამ საბოლოო დასკვნა 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო

ფასების კომისიამ საბოლოო დასკვნა 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო

პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით…
მძღოლების სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

მძღოლების სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო…