“ქართული ოცნების” მთავრობამ პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა. მომდევნო წელს მთავრობის ასიგნებების მოცულობა 2.5 მილიარდი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 30.5 მილიარდ ლარს მიაღწევს.
2026 წლის პროექტის მიხედვით, ჯამური გრანტების მოცულობა წლევანდელ გეგმასთან შედარებით 9.5%-ით 219 მლნ ლარამდე იზრდება. პროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების მოცულობა 52 მლნ ლარამდე იზრდება (2025 წლის გეგმა 37,484.0 ლარია). მთავრობა ელოდება, რომ მომავალ წელს უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტების მოცულობა 25.2 მლნ ლარამდე გაიზრდება, აქ მთავარი დონორი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკია (KFW). 1.8 მლნ ლარს მიიღებს ქვეყანა უცხოეთის იურიდიული პირებიდან, ხოლო 140 მლნ ლარს სსიპ-ებიდან და (ა)იპ-ებიდან. ჯამში მთავრობა უცხოური გრანტების სახით დაახლოებით 79 მლნ ლარს ელოდება.
მეორე ყველაზე მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება, რომლის ბიუჯეტიც 3.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ეს თანხა წლიურად 28 მილიონი ლარით არის შემცირებული. მესამე ადგილზე კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა 2.6 მილიარდი ლარის დაფინანსებით, რაც წლიურად 470 მილიონი ლარით არის შემცირებული.
თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 1.8 მილიარდი ლარი იქნება (ზრდა 70 მლნ ლარი), შსს-ს ბიუჯეტი კი 78 მილიონი ლარით გაიზრდება და 1.47 მილიარდ ლარს მიაღწევს. ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება კი 195 მილიონი ლარით გაიზრდება და 1.14 მილიარდი ლარი გახდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით,…
საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი 2026 წლის 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფებს აძვირებს. Bolt-ის საიტზე წერია, რომ 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში…
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური…