მოსავლის მართვის კომპანია რთველთან დაკავშირებით 100 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც წინა წელს, ასევე მიმდინარე წელსაც შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს, რა რაოდენობის ყურძენი დარჩება ბაზარზე კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავი.
სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ მოცემული ღონისძიების ფარგლებში მთავარი შესყიდვის ობიექტი არის ყურძენი და შესყიდული ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული ასევე მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის და სათადარიგო ნაწილების, ასევე მომსახურებების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების შენახვის და ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანდაგრების ქირავნობის და საბანკო მომსახურების) შესყიდვების რაოდენობებისა და მოცულობების განსაზღვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რთველის შეუფერხებლად ჩასატარებლად სავარაუდოდ, საჭიროა დამატებით ასი მილიონი ლარი.
“ის გარემოება, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად ცდილობს ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობას ახალი არ არის და წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით ღონისძიების შესაძლო სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა წელსაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ როგორც წინა წლებში, ასევე მიმდინარე წელსაც შეუძლებელია ყურძნის საერთო საპროგნოზო მოსავლის რაოდენობიდან, წინასწარ განისაზღვროს რა რაოდენობის ყურძენი დარჩება ბაზარზე კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავი”, – წერია სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
მოსავლის მართვის კომპანიაში ასევე განმარტავენ გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას და აცხადებენ, რომ ტენდერის ჩატარება შემდეგი მიზეზებით შეაფერხებს პროცესს:
ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიმწოდებელები უნდა იყვნენ მევენახეები, რომლებსაც დარჩათ გაუყიდავი ყურძენი და ობიექტური მიზეზების გამო ყველა ვერ შეძლებს შესყიდვების ელექტრონულ სისტემით სატენდერო პროცედურებში მონაწილეობას.
შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიის’’ მიერ შესყიდული ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის, სათადარიგო ნაწილების, მომსახურების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობა და საბანკო მომსახურება) რაოდენობის განსაზღვრა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამოკიდებულია შესყიდული ყურძნის რაოდენობაზე, რომელიც ასევე წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს ატარებს.
მომსახურების (ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეების შენახვის და ტრანსპორტირების მომსახურება და სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობა ) უზრუნველყოფა შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიას’’ ყურძნის შეუფერხებლად მიღება-გადამუშავებისთვის ესაჭიროება კახეთის 8 რაიონში,რაჭა-ლეჩხუმის და აჭარის რეგიონებში განაწილებული 30-35 ქარხნის დაქირავება, რომელთა სხვა ალტერნატიული ვარიანტი რაიონებში არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ რთველთან დაკავშირებით მოსავლის მართვის კომპანიას უკვე მიღებული აქვს 50 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა. ეს ნიშნავს, რომ წელს რთვლის სუბსიდირებაზე შესაძლოა 150 მლნ ლარამდე დაიხარჯოს.
ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით,…
საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი 2026 წლის 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფებს აძვირებს. Bolt-ის საიტზე წერია, რომ 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში…
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური…