საქართველოს საგარეო ვალი $9.27 მილიარდამდე გაიზარდა – ვისი ვალი გვაქვს?

საქართველოს საგარეო ვალი $9.27 მილიარდამდე გაიზარდა – ვისი ვალი გვაქვს?

ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის ნაშთის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საგარეო ვალი გასული თვის განმავლობაში 178 მილიონი დოლარით 9.27 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ვალის სტატისტიკის თანახმად, ვალის ნაშთის მატება ძირითადად მსოფლიო ბანკის მიმართ არსებული კრედიტების 115.8 მილიონი დოლარით 2.3 მილიარდ დოლარამდე ზრდას უკავშირდება. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს ყველაზე დიდი – 2.48 მილიარდი დოლარის ვალი აზიის განვითარების ბანკის წინაშე აქვს.

2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი ასე ნაწილდება:

ქვეყანა/ორგანიზაციასაგარეო ვალის ნაშთი 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობითცვლილება – ზრდა/კლება წინა თვესთან შედარებით
აზიის განვითარების ბანკი (ADB)$2,486 მილიონი დოლარი;$34 მილიონი დოლარი;
მსოფლიო ბანკი$2,301 მილიონი დოლარი;$116 მილიონი დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)$1,198 მილიონი დოლარი;$5 მილიონი დოლარი;
საფრანგეთი$851 მილიონი დოლარი;$0 მილიონი დოლარი;
გერმანია$599 მილიონი დოლარი;$4 მილიონი დოლარი;
ევრობონდი$500 მილიონი დოლარი;$0 მილიონი დოლარი;
IMF-ის მიმართ ეროვნული ბანკის ვალი$340 მილიონი დოლარი;$1 მილიონი დოლარი;
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB)$244 მილიონი დოლარი;$18 მილიონი დოლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)$225 მილიონი დოლარი;$2 მილიონი დოლარი;
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ$168 მილიონი დოლარი;$0 მილიონი დოლარი;
ევროკავშირი (EU)$156 მილიონი დოლარი;$1 მილიონი დოლარი;

მსგავსი სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს. “27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში,…
ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა განიხილეს?

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო…
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის…