თამარ იოსელიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. თამარ იოსელიანმა ამ პოსტზე გურამ გურამიშვილი შეცვალა, რომელიც მინისტრის მოადგილის პოზიციას 2021 წლის მარტიდან იკავებდა.
ეკონომიკის უწყების ცნობით, თამარ იოსელიანს ტრანსპორტის სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2018–2023 წლებში ის ხელმძღვანელობდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, 2023–2025 წლებში – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო 2025 წლიდან დღემდე ეკავა შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. ამავე წელს თამარ იოსელიანი დაინიშნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ.
“თამარ იოსელიანი მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. 2015 წელს ის გაეროსა და ნიპონის ფონდის სტიპენდიატის სტატუსით სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის უნივერსიტეტში, გაიარა სტაჟირება გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკი). წარმატებით აქვს გავლილი Ocean Governance Programme (Yeosu Academy, სამხრეთ კორეა) და Advanced Maritime Leaders Programme (სინგაპური).
2007–2009 წლებში დაამთავრა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის (LSE) პროგრამა, რომელიც მოიცავდა კორპორაციულ სამართალს, მმართველობას, საერთაშორისო და კომერციულ სამართალს, კონკურენციის პოლიტიკასა და ინტელექტუალური საკუთრების სამართალს”, – წერია ეკონომიკის უწყების პრესრელიზში.
ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით,…
საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი 2026 წლის 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფებს აძვირებს. Bolt-ის საიტზე წერია, რომ 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში…
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური…