თბილისის მერიამ გამოაცხადა ₾416.5-მილიონიანი საერთაშორისო ტენდერი, რომლითაც დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის დაპროექტება და მშენებლობა იგეგმება. პროექტი ასევე მოიცავს ტრამვაის დეპოს მშენებლობას და მის ტექნიკურ აღჭურვას. ტრამვაის ახალ ხაზს 11 გაჩერება უნდა ჰქონდეს.
ტრამვაის ხაზი ძირითადად დავით აღმაშენებლის ხეივნის შუა მონაკვეთს გაივლის, რაც ამჟამად გამწვანებულ ზონას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მწვანე ნარგავის ამოღება გახდება პროექტის განხორციელებისთვის საჭირო. პროექტის განხორციელებისთვის კონტრაქტორს 36 თვის ვადა, ანუ 3 წელი ექნება. აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვე არის გამოყოფილი.
ამასთან, ტენდერში არ შედის უშუალოდ ტრამვაის 10 ერთეული მოძრავი შემადგენლობის შესყიდვის საფასური, რისთვისაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია სავარაუდოდ არანაკლებ 200 მილიონი ლარის ტენდერს გამოაცხადებს. შესაბამისად მთლიანობაში თბილისში ტრამვაის დაბრუნების ღირებულებამ შესაძლოა 600 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს.
ტრამვაის ხაზის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.
პროექტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:
საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას, რომელიც პროექტს განახორციელებს 2010 წლის შემდეგ არანაკლებ 2 ტრამვაის ხაზი უნდა ჰქონდეს განხორციელებული.
ტენდერში წინადადებების მიღება 22 დეკემბერს სრულდება.
“კონცეპტუალური პროექტი შემსყიდველთან შესათანხმებლად უნდა წარმოადგინოს არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში; დეტალური პროექტი უნდა შეათანხმოს დამკვეთთან (შემსყიდველთან) და სათანადო წესით წარადგინოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში კონცეპტუალური პროექტის შეთანხმებიდან არაუმეტეს 9 (ცხრა) თვეში; დეტალური პროექტის შეთანხმებიდან სამშენებლო სამუშაოების შესრულება არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში,”- ნათქვამია პროექტის აღწერაში.
ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშში, რომელიც საქართველოში ვითარების შესახებ დღეს გამოქვეყნდა, ნახსენებია უნივერსიტეტების ავტონომიის დაცვის აუცილებლობა. კერძოდ, საქართველოსთვის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ უმაღლესი…
მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა. ამის შესახებ პრემიერ-მინისრმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა. “ჩვენ შემოვიღეთ…
მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ სადგური სრულად იხსნება, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ…