“ოცნების” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტს ინგმინგ იანგს შეხვდა, რომელიც საქართველოს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა – ბანკი ფორუმის მხარდამჭერია მისი დაარსების დღიდან.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მათ შორის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების და სხვა მიმართულებით.
“ხაზი გაესვა საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტთან შუა დერეფნის განვითარების კუთხით, მათ შორის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
მხარეებმა განიხილეს როგორც აზიის განვითარების ბანკის შესაძლო მონაწილეობა ქვეყნის ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში, აგრეთვე მეტი ჩართულობა ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლების პროცესში, ასევე პოზიტიურად შეფასდა ბანკთან თანამშრომლობა სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმირების, აგრეთვე საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების და ტურიზმის სტრატეგიის შემუშავების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის ნაყოფიერ თანამშრომლობას CAREC – ის (ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის) ფორმატში.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი არის მნიშვნელოვანი რეგიონული სადისკუსიო პლატფორმა, სადაც რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის მოდელებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ავიაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ციფრული კავშირები, ტურიზმი და ა.შ.
შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და ინგა ფხალაძე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს. “27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში,…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო…
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის…