ახალი მიდგომით ვიწყებთ ენერგეტიკის პოლიტიკის წარმოებას – კობახიძე განმარტავს, რატომ შეჩერდა 1.7 გიგავატის პროექტების განხილვები

ახალი მიდგომით ვიწყებთ ენერგეტიკის პოლიტიკის წარმოებას – კობახიძე განმარტავს, რატომ შეჩერდა 1.7 გიგავატის პროექტების განხილვები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ენერგეტიკის სექტორის მიმართ პოლიტიკის წარმოებას მთლიანად ახლიდან იწყებს. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, პირდაპირი კონტრაქტირების მექანიზმი რაც წარსულში აღდგა იყო არასწორი და სახელმწიფომ სექტორს განვითარებისთვის ახალი ხედვა უნდა წარუდგინოს. გუშინ გამოქვეყნდა მთავრობის 13 ოქტომბრის განკარგულება, რომლითაც შეწყდა ათობით ენერგეტიკული პროექტის განხილვა, რომლებზეც საინვესტიციო შეთანხმებები (მემორანდუმები) არ იყო გაფორმებული. ეს პროექტები ძირითადად წარდგენილი იყო პირდაპირი კონტრაქტების შეთანხმების პროგრამის ფარგლებში და მათ განხილვებში მონაწილეობდა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელსაც ამჟამად კორუფციის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. გაუქმებული პროექტები მოიცავს ჰესებს, მზის და ქარის ელექტროსადგურებს. არაერთი მათგანის შესახებ საქმის წარმოება დაიწყო წინა პრემიერმინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში, ასევე მაშინ როდესაც ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის სექტორის საკითხებს კურირებდა რომეო მიქაუტაძე, რომელიც ამჟამად კორუფციის მუხლით არის ბრალდებული. ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯები ენერგეტიკის სექტორიში საკმაოდ გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის მისაღები იქნება. “თქვენ იცით, რომ ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე. შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და მთლიანად თავიდან ვიწყებთ ახალი მიდგომით, ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის. დანარჩენს ნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს ნაბიჯიც, რაც გადაიდგა, ანუ კონკრეტული მიმართულებებით პროცესების შეჩერება, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და ყველაფერი მოემსახურება ჩვენი მიზნის მიღწევას, რასაც ჰქვია თვითკმარობის უზრუნველყოფას ჩვენი ქვეყნისთვის. დანარჩენს ყველაფერს დაინახავთ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. BMG-ის კითხვაზე თუ როგორი იქნება მიდგომა მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების მიმართ, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ნენსკრაჰესის, ხუდონჰესის თუ ნამახვანჰესის პროექტის განვითარებას ხელს შეუწყობს, თუმცა ამ მხრივ მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი იქნება. “ენერგეტიკაში მთლიანად პრაქტიკა იყო პრობლემური. ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით ვიქნებით გადართული ენერგეტიკული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, მათ შორის თქვენ ჩამოთვალეთ მსხვილი პროექტები, რომლებიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ძალიან მალე ნახავთ სიახლეებს ამ მიმართულებითაც. შეძლება, ჩვენ განვიხილავთ სახელმწიფო ჩართულობასაც, თუმცა, რა თქმა უნდა, კერძო ჩართულობაც განიხილება, ანუ შეიძლება იყოს შერეული პროექტები. ვნახოთ დანარჩენს, ნახავთ უკვე, როდესაც კონკრეტული პროექტების განხორციელება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. უფრო ვრცლად იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხილვაც შეჩერდა შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში. ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ…

აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…