კომპანიებს 2026 წლიდან სახელმწიფო კონტრაქტის ავანსის 60%-ის საბანკო გარანტიის წარდგენა მოუწევთ

კომპანიებს 2026 წლიდან სახელმწიფო კონტრაქტის ავანსის 60%-ის საბანკო გარანტიის წარდგენა მოუწევთ

2026 წლიდან “თეთრი სიის” იმ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ და კონტრაქტის ფარგლებში ავანსის მიღებას გეგმავენ, დაეკისრებათ ვალდებულება, წარადგინონ წინასწარ გადასახდელი თანხის 60%-ის ოდენობის საბანკო გარანტია. ცვლილება გათვალისწინებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციაში, რომელიც „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ განახლებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება ეტაპობრივად ამოქმედდება:

  • 2026 წელს ავანსის გარანტიის მოცულობა განისაზღვრება 60%-ით;
  • 2027 წელს — 70%-ით;
  • 2028 წელს — 80%-ით;
  • 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც „თეთრი სიის“ კრიტერიუმებსა და პრეფერენციებს განსაზღვრავს.

 

შესაბამისად, თუკი 10-მილიონიან კონტრაქტში სამუშაოების დასაწყებად სახელმწიფო 2 მილიონი ლარის ავანსს გასცემდა, მომდევნო წლიდან სამშენებლო კომპანიას ამ თანხის 60%-ის, ანუ 1.2 მილიონი ლარის გამოუხმობი საბანკო გარანტიის სახით განთავსება დაევალება.

რეგულაციის მიზანია, სახელმწიფოს მიერ გადახდილი ავანსის თანხებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შემცირება და კონტრაქტების შესრულების ხარისხის უზრუნველყოფა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ოქტომბერში განაცხადა, რომ ცვლილებები „თეთრი სიის“ რეფორმის ნაწილია და მიზნად ისახავს სისტემის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის გაზრდას.

„არაუზრუნველყოფილი ავანსის გადახდა გარკვეული რისკის შემცველია იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარანტიის მოცულობა ეტაპობრივად გაიზარდოს. ეს პროცესი არ შეეხება უკვე არსებულ კონტრაქტებს და უზრუნველყოფს სამართლიან გადასვლას ახალ მოდელზე,“ — აღნიშნა სოხაძემ.

მინისტრის თქმით, ახალი მიდგომა კომპანიებს უბიძგებს ფინანსური მდგრადობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებისკენ. „ეს არის ბიზნესისთვის შესაძლებლობა, რომ იზრუნონ თავიანთი კომპანიის გაძლიერებაზე. მაგრამ კომპრომისი ვერ იქნება არც ხარისხზე, არც ვადებზე,“ — დასძინა მან.

გარდა გარანტიების გაზრდისა, სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ფასწარმოქმნის ახალი სისტემის დანერგვაზე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში საბაზრო ღირებულების პრინციპის გამოყენებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილება, როგორც უწყებაში განმარტავენ, ხელს შეუწყობს სამართლიანი კონკურენციის ჩამოყალიბებას სამშენებლო სექტორში.

ახალი რეგულაციები 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში და მხოლოდ იმ კომპანიებზე გავრცელდება, რომლებიც „თეთრ სიაში“ რეგისტრაციის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მართვის მოწმობის გამოცდებისთვის სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ

პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში…

გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის…

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის…
ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადადის

ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის…

საქართველოს მთავრობამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარუდგინა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც საფუძველს ქმნის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების…