ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო უქმდება – ამას ითვალისწინებს მთავრობის 27 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც აღნიშნული ორგანიზაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შემადგენლობაში გადაინაცვლებს. ორგანიზაცია დამოუკიდებელი სახით არსებობას 2026 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს.
აღნიშნული ორგანიზაცია მთავრობამ 2022 წლის 8 ივლისს დააფუძნა და მის მიზანს კურორტების განვითარების პროექტების მომზადება და მათი განხორციელება წარმოადგენდა. უწყების ბიუჯეტი 2025 წელს 6 მილიონ ლარს შეადგენდა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოსთვის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში დარჩენილი რესურსის განკარგვის უფლებამოსილების მინიჭება სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის.
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შერწყმასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2026 წლის 1 იანვრამდე,” – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს სანდრო ონოფრიშვილი იკავებდა, რომლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სააგენტოს უფროსის წლიური ანაზღაურება 90,000 ლარს შეადგენდა.
საქართველოს მთავრობამ სსიპ-ი-კურორტების განვითარების სააგენტო 2022 წელს შექმნა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, ხელმძღვანელად სანდრო ონოფრიშვილი დანიშნა. მაშინ სამინისტრო აცხადებდა, რომ კურორტების განვითარების სააგენტო ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტებისა და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობის, ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლისა და შესაბამისი გენგეგმების მომზადების, ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის უზრუნველყოფისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განსახორციელებლად შექმნეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.…
სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.…
გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის…