ოქტომბერში თბილისში ბინის ფასი 4%-ით გაიზარდა – TBC Capital

ოქტომბერში თბილისში ბინის ფასი 4%-ით გაიზარდა – TBC Capital

TBC Capital-ის მიერ გამოწყევნებული მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბერში თბილისში გასაყიდი ბინის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით 1347 დოლარამდე გაიზარდა.

TBC Capital-ის მიმოხილვაში წერია, რომ 2025 წლის ოქტომბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ჯამში 4129 ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში 13%-იან ზრდაა.

2025 წლის 10 თვის განმავლობაში ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მსგავსი ზრდა საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ნაწილობრივ განპირობებულია დიდი სამშენებლო პროექტების ექსპლუატაციაში მიღებით.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, სულ 668 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 13%-იანი კლებაა, ხოლო ძველი გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 20%-ით 3461-მდე გაიზარდა.

ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 16%-ზე შენარჩუნდა. 2025 წლის ოქტომბერში, გაყიდული ბინების უდიდესი ნაწილი მცირე კატეგორიაზე 50-დან 75 კვ.მ-მდე მქონე ფართობზე მოდის.

მსგავსი სიახლეები

2026 წელს წლიური ინფლაცია 5.6%-ს მიაღწევს – TBC Capital

2026 წელს წლიური ინფლაცია 5.6%-ს მიაღწევს – TBC Capital

თიბისი კაპიტალი წელს უფრო მაღალ ინფლაციას ელის. მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფისა და იმპორტული ფასების ზრდის გათვალისწინებით, დარჩენილ თვეებში გარკვეულწილად ნორმალიზების…
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა ტურიზმის სექტორზე – TBC Capital-ის მიმოხილვა

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა ტურიზმის სექტორზე – TBC Capital-ის…

TBC Capital-მა კვლევა გამოაქვეყნა, სახელწოდებით – ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა ტურიზმის სექტორზე. დოკუმენტის თანახმად, ვიზიტორთა ხარჯების მნიშვნელოვან დანაკარგებთან ერთად, შესაძლოა მნიშვნელოვნად…
ნოემბერში, თბილისში ბინების ფასი ყველაზე მეტად ნაძალადევში გაიზარდა – TBC Capital

ნოემბერში, თბილისში ბინების ფასი ყველაზე მეტად ნაძალადევში გაიზარდა –…

TBC Capital-ი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვას აქვეყნებს. კვლევის თანახმად ნოემბერში თბილისში 3 627 ბინა გაიყიდა, 2%-ით მეტი, ვიდრე 2024 წლის…