რას მოიცავს სებ-ის 2026-2028 წლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა? – დადგენილება

რას მოიცავს სებ-ის 2026-2028 წლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა? – დადგენილება

პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტს 76 ხმით მხარი დაუჭირა.

დადგენილების თანახმად:

1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2026-2028 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს.

2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2026-2028 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი), რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მეორადი ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

3. 2026-2028 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების, ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაცია და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.

დადგენილების პროექტის კენჭისყრამდე, პარლამენტმა მოისმინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მოხსენება 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ.

ნათია თურნავამ ისაუბრა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე, მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტებზე, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოიყენებს და შესაძლო რისკებზე.

მსგავსი სიახლეები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ი მიუთითებს, რომ მაისში ინფლაციის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში…
მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა – სებ

მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ…
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი…

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს. სებ-ის მიერ…