სამედიცინო ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტების წილი ეკონომიკაში ₾1.2 მლრდ იყო – კობახიძე

სამედიცინო ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტების წილი ეკონომიკაში ₾1.2 მლრდ იყო – კობახიძე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების წვლილი მხოლოდ სამედიცინო ნაწილში 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი იყო, რაც პატარა მაჩვენებელი არ არის.

პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში მისულმა ირაკლი კობახიძემ მისთვის მომზადებული კითხვებზე საპასუხოდ მიგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოელების სტატისტიკაზე საუბრისას ოპონენტები სპეკულირებენ.

„მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით და 10%-ს ასახელებენ, როდესაც საქართველოში უცხოელების სტატისტიკაზე საუბრობენ, საქსტატის აღწერით, საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან 93,4%, რჩება 6,6%, საიდანაც ბევრის მოქალაქეობის საკითხი უბრალოდ დასაზუსტებელია, ესენი არ არიან აპრიორი უცხოელი მოქალაქეები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და განმარტა: „რეალურად, საქსტატმა დაასრულა საყოველთაო აღწერის პროცესი, თუმცა ჯერ დასაზუსტებელია ჩაშლილი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები ადამიანების მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ერთი, რაც განაცხადა დღემდე საქსტატმა, არის, რომ საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან მინიმუმ 93,4%. რჩება 6,6%, საიდანაც ბევრის მოქალაქეობის საკითხი უბრალოდ დასაზუსტებელია. ესენი არ არიან აპრიორი უცხოელი მოქალაქეები, უბრალოდ, მათი დიდი ნაწილის მოქალაქეობის საკითხი დასაზუსტებელია. რაც შეეხება გადანაწილებას, ძირითადი ინფორმაცია, რაც უხეშად შეგვიძლია გაგიზიაროთ, არის ის, რომ გვყავს დაახლოებით 37 ათასი სტუდენტი, აქედან უდიდესი უმრავლესობა არიან ინდოელები და ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ცალკე ინტერპელაცია დავგეგმოთ. ასევე არის 25 ათასი უკრაინელი ლტოლვილი, რომელიც შეიფარა ჩვენმა ქვეყანამ. არიან სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ. მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და მათი წვლილიც არის იმაში, რომ საქართველოში ეს სექტორი განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის წინსვლაში. ერთადერთი სფერო, სადაც გავამარტივეთ ბინადრობის ნებართვების აღება, არის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ამ სექტორის განვითარებისთვის და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უცხოელი მოქალაქეების ისეთი სეგმენტი, რომლებსაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის არავითარი პრობლემების შექმნა არ შეუძლიათ და ეს ყველაფერი არის დაზღვეული. თუ დეტალური ინფორმაცია იქნება საჭირო საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგვიძლია, ცალკე ინტერპელაცია დავუთმოთ ამ საკითხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახლად არჩეული უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ სახელმწიფო…
ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა განიხილეს?

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო…
სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი უმაღლესი განათლების რეფორმა – ირაკლი კობახიძე

სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი უმაღლესი განათლების რეფორმა –…

უმაღლესი განათლების სისტემაში, ზოგადად, არ გვაქვს დღეს სახარბიელო მდგომარეობა. სწორედ ამის გამო ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის, – ამის შესახებ…