უმაღლესი განათლების რეფორმა ეკონომიკურად ძალიან გამართული პროექტია – განათლების მინისტრი

უმაღლესი განათლების რეფორმა ეკონომიკურად ძალიან გამართული პროექტია – განათლების მინისტრი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აცხადებს, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა ეკონომიკურად ძალიან გამართული პროექტია, რომელიც ბაზარზე არსებული კადრების დეფიციტის გამოწვევას გადაჭრის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე რეფორმის ეკონომიკური ეფექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გივი მიქანაძე ამბობს, რომ რეფორმა ეკონომიკური ეფექტის მისაღებად ხორციელდება, რადგან ბიზნესს კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო მუშახელი საზღვარგარეთიდან შემოჰყავთ, რაც საბოლოო ჯამში პროდუქტის თვითღირებულებას ზრდის და მოსახლეობის ჯიბეზე აისახება.

გივი მიქანაძის თქმით, ბიზნესის ჩართულობით მუდმივი კვლევების საფუძველზე იმის განსაზღვრა მოხდება რა პროფესიის კადრები სჭირდება კერძო სექტორს.

„სწორედ ამ რეფორმის ეკონომიკური ეფექტიდან გამომდინარე არის ეს რეფორმა ინიციირებული, იმიტომ, რომ ბაზარზე, ეს იქნება საჯარო სამსახური თუ კერძო სექტორი, მაღალპროფესიონალ კადრებზე მოთხოვნაა. სამწუხაროდ, ის სასწავლო მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს, ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობს იმ ხარისხობრივ მაჩვენებელს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ სრული განათლების და სრული შესაძლებლობის პროფესიონალების გამოშვება მოხდეს. ამავდროულად, მოცემულობაა, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისობა და თანხვედრა ბაზრის მოთხოვნასთან, ამიტომ გვაქვს გარკვეულ მიმართულებებზე კადრების სიჭარბე და გარკვეულ მიმართულებებზე კადრების დეფიციტი, რაც კერძო სექტორსაც სერიოზულ გამოწვევებს და პრობლემებს უქმნის.

თავიანთი პროექტების განსახორციელებლად, მათ უცხოეთიდან კონკრეტული სპეციალისტების ჩამოყვანა უწევთ, რაც ორჯერ, სამჯერ, ზოგ შემთხვევაში ოთხჯერაც კი აძვირებს ამ ადამიანების ჩართულობას და მათგან მომსახურების მიღებას, რაც საბოლოო ჯამში მათ მიერ წარმოებული სერვისისა თუ საქონლის ფასზე, რაც საბოლოოდ, მომხმარებელს ჯიბეზე ურტყამს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი მიზანი კონკურენციის გაზრდაა, ჩვენი მიზანი არის ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებული, ჩვენი მიზანი არის ბაზრის გამოწვევებს სრულფასოვნად ვუპასუხოთ და ბაზრის საჭიროებიდან ისეთი საკადრო უზრუნველყოფა იყოს, რომ შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი კადრების დაკომპლექტება მოხდეს, რათა როგორც საჯარო სექტორს, ასევე კერძო სექტორს უცხოეთიდან კადრების შემოყვანა არ სჭირდებოდეს. ამით ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას და საკმაოდ მაღალი ანაზღაურების მიღებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი. ამიტომ ეს არის ეკონომიკურად ძალიან გამართული პროექტი.

მინდა გითხრათ, რომ ბიზნესსექტორს აქვს უდიდესი ინტერესი, მათ განაცხადეს სრული მზაობა ჩართულობაში. ერთ-ერთი პირველი, რაშიც მათი ჩართულობაა, ეს არის ის კვლევითი საქმიანობა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ბიზნესსექტორი ამ პროცესებში იმისთვის ჩაერთო, რომ ამ მუდმივი კვლევების საფუძველზე, ჩვენ პულსზე ხელი გვეჭიროს და ვიცოდეთ, მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში რა პროფესიები, რა რაოდენობის პროფესიონალები სჭირდება ბაზარს. ასევე იმ გათვლით, რომ მომავალში რა მიმართულებები შეიძლება იყოს უფრო მოთხოვნადი, ამის შეფასებებიც ხდება. შესაბამისად, ეს იქნება ჩვენთვის ერთგვარი სამოქმედო რუკა იმისთვის, რომ შემდგომში სამინისტრომ წარადგინოს მთავრობაზე კონკრეტულ მიმართულებებზე ადგილების რაოდენობა და სწორედ ამის მიხედვით მოხდეს დაკომპლექტება და სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამის ფაკულტეტებზე ადგილები ამის მიხედვით განისაზღვროს”, – განმარტა გივი მიქანაძემ.

მსგავსი სიახლეები

4-5 მაისს ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება

4-5 მაისს ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება

4-5 მაისს, ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსუა…
ფასების კომისიამ საბოლოო დასკვნა 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო

ფასების კომისიამ საბოლოო დასკვნა 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო

პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით…
მძღოლების სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

მძღოლების სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო…