საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის 9 თვეში 11%-ით 1 მილიარდ 296 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მესამე კვარტალში სავალო ვალდებულებებით გაზრდილი FDI-იმ განაპირობა.
2025 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1%-ია. რეინვესტიციამ 340.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 63.9%-ით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და ის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17%-ია.
2025 წლის III კვარტალში პირველ ადგილზეა აშშ – 93.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი – 72.1 მლნ. აშშ დოლარით (13.5%), ხოლო მესამეზე თურქეთი – 70.0 მლნ. აშშ დოლარით (13.1%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2%-ს შეადგენს.
III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2%-ია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი – 79.8 მლნ. აშშ დოლარით (15%), ხოლო მესამეს სექტორი – წყალმომარაგება; ნარჩენების მართვა – 71.5 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 45.6% შეადგინა.
III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
საქსტატი საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს. საქსტატის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის თანახმად არის 3,929,581 ადამიანი. ამასთან, საქსტატი აქვეყნებს დეტალურ…
საქსტატმა 2026 წლის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს 10,700 ადამიანით გაიზარდა და 3.94 მილიონს…