საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 271 ლარს მიაღწია – საქსტატი

საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 271 ლარს მიაღწია – საქსტატი

საქსტატმა 2025 წლის III კვარტალის მდგომარეობით საშუალო ხელფასის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2271 ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 214.9 ლარით, ანუ 10.4%-ით მეტია.

საშუალო ხელფასი წარმოადგენს მთლიან დარიცხულ ხელფასს, შესაბამისად მას საშემოსავლო გადასახადის სახით 20% აკლდება. საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით კი 2025 წლის III კვარტალში მისი ოდენობა 1817 ლარს შეადგენდა (საშემოსავლო გადასახადი კი 454 ლარი).

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 5.9%-ით);
⦁ მშენებლობა – 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2%-ით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა 10.7%-ით);
⦁ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარი (გაიზარდა 30.6%-ით).

დარგების მიხედვით ყველაზე დაბალი ხელფასები კი კვლავ განათლების (1367 ლარი) და სხვა სახის მომსახურების (1290 ლარი) სექტორშია.

“2025 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების – 2 738.1 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 287.1 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს”, – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი თბილისშია და 2603 ლარს შეადგენს, ყველაზე დაბალი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 1190 ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა – სტატისტიკა

2025 წელს ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა – სტატისტიკა

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა. დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი…
სად და რა მიზნით მოგზაურობდნენ ადგილობრივი ტურისტები 2025 წელს? – სტატისტიკა

სად და რა მიზნით მოგზაურობდნენ ადგილობრივი ტურისტები 2025 წელს?…

2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 364.9 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 357 ათასი ვიზიტი თვეში). ამის…
იანვარში ავტოექსპორტი შემცირდა – ტოპ საექსპორტო საქონლის რეიტინგი

იანვარში ავტოექსპორტი შემცირდა – ტოპ საექსპორტო საქონლის რეიტინგი

2026 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 480 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია. საქსტატის…