ციტრუსის ექსპორტით საქართველომ $12 მლნ-ის შემოსავალი მიიღო – სამინისტრო

ციტრუსის ექსპორტით საქართველომ $12 მლნ-ის შემოსავალი მიიღო – სამინისტრო

“მიმდინარე ციტრუსის სეზონზე უკვე ექსპორტირებულია $12 მილიონის ღირებულების 20 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოში – “იბერია ორბი ციტრუსი” – ვიზიტისას განაცხადა.

ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

“უკვე ექსპორტირებულია 20 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია, რის შედეგადაც მიღებულია დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი. არასტანდარტული ციტრუსის ნაწილში სუბსიდირების ფარგლებში უკვე გამოყოფილია 4 მილიონი ლარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი, უხვი მოსავლის პირობებში, მთლიანად მოხდეს პროდუქციის დაბინავება”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

“იბერია ორბი ციტრუსს” 24 საათის განმავლობაში 250 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღება, დახარისხება და პარაფინირება შეუძლია. მიმდინარე ციტრუსის სეზონზე კომპანია 4 000 ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღება-გადამუშავებას გეგმავს, რომელიც სრულად ექსპორტზე იქნება გატანილი. საწარმოში ამ ეტაპზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

“იბერია ორბი ციტრუსი” ასევე იღებს არასტანდარტულ მანდარინს, რომლის გადამუშავების სიმძლავრე 24 საათში 200 ტონამდე ნედლეულს შეადგენს. აღნიშნული ნედლეულისგან იწარმოება ციტრუსის კონცენტრატი, რომლის ექსპორტზე რეალიზაციაც უახლოეს მომავალში იგეგმება. საწარმოს ასევე გააჩნია 3 000 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა

დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი…

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებას ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“…
რა დოკუმენტებია საჭირო ახალი ვენახის გასაშენებლად? – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განმარტება

რა დოკუმენტებია საჭირო ახალი ვენახის გასაშენებლად? – ღვინის ეროვნული…

“ვენახის გასაშენებლად არანაირი ბევრი ცნობა არ არის საჭირო”, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, სადაც სოფლის ღვინის…
გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც ₾5 მილიონამდე სუბსიდია გაიცა – აჭარის მთავრობა

გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც ₾5…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის თქმით, ციტრუსის სეზონი წარმატებით დასრულდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, სულხან თამაზაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად,…