ევროკავშირის რომელ ბაზრებზე ღირს ქართული ღვინო ძვირი/იაფი? – თიბისი კაპიტალის მიმოხილვა

ევროკავშირის რომელ ბაზრებზე ღირს ქართული ღვინო ძვირი/იაფი? – თიბისი კაპიტალის მიმოხილვა

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის 2025 წლის მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა გააძლიერა თავისი როლი, როგორც უფრო სტაბილურმა და მაღალი ღირებულების ბაზარმა ქართული ღვინის იმპორტის მიმართულებით.

მიმოხილვის თანახმად, 2019–2024 წლებში ექსპორტის მოცულობები ევროკავშირის ქვეყნებში თითქმის გაორმაგდა, ხოლო საშუალო ფასმა 3.2 აშშ დოლარს/კგ-ს მიაღწია.

“მიუხედავად ამისა, ევროკავშირში ექსპორტის ძირითადი ნაწილი კონცენტრირებულია შედარებით დაბალფასიან ცენტრალურ და ბალტიისპირეთის ბაზრებზე. მაღალი ფასის სეგმენტის ევროკავშირის ბაზრებს მოცულობებში მხოლოდ მცირე წილი უკავია, რაც ზღუდავს საერთო შემოსავლების ზრდას, მიუხედავად პრემიუმ პოზიციონირებისა”, – წერია მიმოხილვაში.

მიმოხილვის მიხედვით, ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტის ფასები საკმაოდ განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. შედარებით მაღალი ფასები ისეთ ბაზრებზეა მიღწეული, როგორიცაა გერმანია და ჩეხეთი, მაშინ როცა პოლონეთი კვლავ დაბალი ფასის, მაგრამ ექსპორტის მაღალი მოცულობის მქონე დანიშნულების ადგილად რჩება.

მსგავსი სიახლეები

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით…

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო. ცვლილებების ძირითადი არსი კანონმდებლებს გარემოს დაცვისა და სოფლის…
პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე…
„ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის” – დავით სონღულაშვილი

„ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის” – დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიდგომა…