მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დამატებით 2.6 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს

მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დამატებით 2.6 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარი გამოეყოფა, – ამის შესახებ აღნიშნულია “ოცნების” მთავრობის განკარგულებაში.

შესაბამისად, არასტანდარტული ციტრუსის ნაწილში უკვე დახარჯულ 4 მილიონ ლართან ერთად, ჯამური სუბსიდია 6.6 მილიონ ლარამდე იზრდება.

როგორც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა 19 დეკემბერს განაცხადა, უკვე გადამუშავდა 12 ათას ტონამდე არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 4 მილიონ ლარამდე სუბსიდია გაიცა.

განკარგულების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ციტრუსის გადამმუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 40 თეთრად, სუბსიდირებისათვის გათვალისწინებულია 35 თეთრი.

განკარგულების მიხედვით, ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტრო, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს.

ცნობისთვის, არასტანდარტულ მანდარინში ითვლება ყველა ის მანდარინი, რომელიც არ არის განსაზღვრული ბაზარზე სრულად რეალიზაციისთვის.

მსგავსი სიახლეები

გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც ₾5 მილიონამდე სუბსიდია გაიცა – აჭარის მთავრობა

გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც ₾5…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის თქმით, ციტრუსის სეზონი წარმატებით დასრულდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, სულხან თამაზაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად,…
ციტრუსის ექსპორტით საქართველომ $12 მლნ-ის შემოსავალი მიიღო – სამინისტრო

ციტრუსის ექსპორტით საქართველომ $12 მლნ-ის შემოსავალი მიიღო – სამინისტრო

“მიმდინარე ციტრუსის სეზონზე უკვე ექსპორტირებულია $12 მილიონის ღირებულების 20 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის…