დღეიდან საქართველოში იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზური მარკა აქამდე არსებული 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება.
ადგილობრივ წარმოებაზე იქნება სპეციალური კვოტა და პირველ 35 მილიონ კოლოფზე აქციზი შემცირებული ტარიფი იმოქმედებს, 35 მილიონ კოლოფს ზემოთ კი სტანდარტული 2.75 ლარის აქციზი. ამასთან, იცვლება ადვალური აქციზი და ადგილობრივი წარმოებისთვის ის სარეალიზაციო ღირებულების 15%-ით განისაზღვრება, იმპორტული თამბაქოსთვის კი 20%.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 8 თვეში საქართველოში 281 მილიონი კოლოფი სიგარეტის აქციზური მარკა გაიცა, აქედან 263 მილიონი კოლოფი იმპორტირებული საქონელი, 18.1 მილიონი კოლოფი კი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყო.
მთლიანობაში 2024 წელს მთავრობამ ადგილობრივი სიგარეტის აქციზიდან 63 მილიონი ლარი, იმპორტულ სიგარეტზე კი 1.15 მილიარდი ლარი.
ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პარლამენტმა ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიისთვის თამბაქოს ნედლეულის იმპორტზე შეღავათი 2028 წლამდე გაახანგრძლივა.