ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება გაორმაგდა და რეზერვებს დამატებით $502.3 მლნ შემატა – სებ

ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება გაორმაგდა და რეზერვებს დამატებით $502.3 მლნ შემატა – სებ

2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა, ჯამურად გასული წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 2.71 მილიარდი აშშ დოლარი შევისყიდეთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა სოფრომაძემ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ამასთან, სარეზერვო პორტფელის დივერსიფიკაციის ფარგლებში, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს წილი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.3%-ს, ანუ 1,002.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება შეძენის მომენტიდან გაორმაგდა და რეზერვებს დამატებით 502.3 მილიონი აშშ დოლარი შემატა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული მიდგომის ეფექტიანობაზე მიუთითებს“, – აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

ცნობისთვის, 2025 წლის ბოლოს მდგომარეობით, ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს – 6.16 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით რეზერვების მოცულობა 38%-ით, დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური პირობების გამკაცრებაა მოსალოდნელი – სებ

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური…

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოში საკრედიტო აქტივობა მზარდია, თუმცა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დინამიკა ვალუტისა და სესხის ტიპის მიხედვით განსხვავდება. მონეტარული პოლიტიკის…
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის…

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების…
ეროვნული ბანკი კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ 572.118 მლნ ლარით დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს

ეროვნული ბანკი კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ 572.118 მლნ ლარით დაჯარიმების მიზეზებს…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“ 572 118 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსი” ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს. სებ-ის განცხადებაში განმარტებულია პროვაიდერის…