ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით, 0.2%-ით არის შემცირებული, – ამის შესახებ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების საზომები მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.
„მაგალითად, საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათის, ენერგორესურსების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს მთლიანი ინფლაციიდან, დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 1.6% არის. ასევე მომსახურების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ 3%-იან მაჩვენებლის ქვემოთ არის და 2.5%-ს შეადგენს“, – განაცხადა სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი აქვეყნებს მაკროეკონიმიკურ პროგნოზების სცენარებს და ცენტრალური პროგნოზი, რაც არის მთავარი ორიენტირი გადაწყვეტილებების მიღებისას, ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაციას ეტაპობრივად ნორმალიზება უნდა დაეწყო წლის ბოლოდან.
„ჩვენი მოლოდინით 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება“, – აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.
ცნობისთვის, დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა.
2026 წლის ოქტომბერში ბიზნესსექტორში ერთწლიანი და სამწლიანი ინფლაციური მოლოდინები შემცირდა, თუმცა ხელფასების ზრდის მოლოდინი გაიზარდა. ამასთან, კომპანიების ნაწილი მომდევნო ერთი წლის…
მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვაშია”…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში — 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9…