აშშ მასწავლებლებისთვის “ფულბრაიტის” სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე მიღებას აცხადებს

აშშ მასწავლებლებისთვის “ფულბრაიტის” სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე მიღებას აცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები “ფულბრაიტის” მასწავლებელთა დახელოვნების (Teaching Excellence and Achievement) პროგრამას აცხადებს. პროგრამის ფარგლებში შერჩეული საბაზისო და საშუალო სკოლის მასწავლებლები აშშ-ის უნივერსიტეტში სემინარებს სრული დაფინანსებით დაესწრებიან – ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

Fulbright TEA-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის მასწავლებლების წარდგენა ხდება მათი განათლების, პროფესიული გამოცდილების, აკადემიური მომზადებისა და ლიდერული თვისებების საფუძველზე. Fulbright TEA პროგრამის მასწავლებლების საბოლოო შერჩევას აწარმოებს ფულბრაიტის უცხოური სტიპენდიების საბჭო (FFSB). FFSB არის დამოუკიდებელი, პრეზიდენტის მიერ დანიშნული საბჭო, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ფულბრაიტის ყველა აკადემიური გაცვლითი პროგრამის ზედამხედველობაზე.

პროგრამის კომპონენტები

მასწავლებლები, რომლებიც შეირჩევიან Fulbright TEA პროგრამაში მონაწილეობისთვის:

  1. მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მათთვის შექმნილ, მაგისტრატურის დონის სემინარებში აშშ-ის მასპინძელ უნივერსიტეტში.
  2. დაესწრებიან გაკვეთილებს, ჩაატარებენ გაკვეთილებს ამერიკელ კოლეგებთან ერთად და გაუზიარებენ მათ საკუთარ გამოცდილებას აშშ-ის საშუალო სკოლებში.
  3. ჩაერთვებიან ონლაინ პროფესიულ სასწავლო საზოგადოებაში სხვა მონაწილეებთან ერთად, რათა გააზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და მასპინძელი თუ მშობლიური ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემების სხვა ელემენტები; და
  4. მონაწილეობას მიიღებენ სხვა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში აშშ-ში პროგრამის მიმდინარეობისას.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მასწავლებლები პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ კოლეგებსა და მოსწავლეებს საკუთარ სკოლებსა და თემში.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის ვადებზე, განცხადების ფორმებსა და დაფინანსებაზე, საელჩოს ვებგვერდზეა მოცემული.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 2026 წლის 22 თებერვალი.

მსგავსი სიახლეები

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად,…
მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით…
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები „ვალუტის გადამცვლელ რამდენიმე ობიექტს, აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებულ პერსონალსა და ფარულ კომპანიებს“ დაუწესდათ.…