დეკემბერში $337,9 მლნ ფულადი გზავნილი გადმოირიცხა – TOP-10 ქვეყანა

დეკემბერში $337,9 მლნ ფულადი გზავნილი გადმოირიცხა – TOP-10 ქვეყანა

2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით 337,9 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

წლიური ზრდა 18.4% ანუ 52.6 მლნ დოლარია.

სების მიერ გამოქვეყნებული ფულადი გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.3% იმ 29 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. იმავე 29 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.1% მოდიოდა. გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილებს აშშ, იტალია და რუსეთი იკავებენ. ამასთან, 29 ქვეყნიდან მხოლოდ დეკემბერში გადმორიცხვები შემცირდა ირლანდიიდან, ყირგიზეთიდან, აზერბაიჯანიდან, კანადიდან და სომხეთიდან.

დეკემბერში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მიხედვით, ქვეყნების TOP-10-ეული ასეთია:

 

  1. აშშ – $63.7 მლნ, წილი – 18.8%, ზრდა – 15.1%;
  2. იტალია – $58.6 მლნ, წილი – 17.3%, ზრდა – 15.2%;
  3. რუსეთი – $43.4 მლნ, წილი – 12.8%, ზრდა – 39.1%;
  4. გერმანია – $30.2 მლნ, წილი – 8.8%; ზრდა – 27.9%;
  5. საბერძნეთი -$27.5 მლნ, წილი – 8.1%; ზრდა – 15.3%;
  6. ისრაელი – $26.9 მლნ, წილი – 7.9%, ზრდა – 15.7%;
  7. თურქეთი – $11.6 მლნ, წილი – 3.4%, ზრდა – 27.9%;
  8. ესპანეთი – $8.9 მლნ, წილი – 2.6%, ზრდა – 36.7%;
  9. ყაზახეთი – $7.6 მლნ, წილი – 2.2%, ზრდა – 3.4%;
  10. საფრანგეთი – $6.6 მლნ, წილი – 2%, ზრდა – 24.9%;

 

ევროკავშირის ქვეყნებიდან დეკემბერში ჯამურად 152.6 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც 2024 წლის გასული წლის დეკემბერთან შედარებით 18.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.5%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით…
„ბაზისბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო სისტემაში გაჩნდეს მესამე შედარებით მსხვილი სისტემური ბანკი – სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ბაზისბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო…

„ბაზისბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ გაერთიანება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი აქტიური განვითარების ფაზაშია და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, –…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…