საქსტატი: 2025 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი – თურქეთი

საქსტატი: 2025 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი – თურქეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 498.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი, 910.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – რუსეთი, 749.3 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის ცნობით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 775.0 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 2 723.7 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 985.4 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 814.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 378.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 282.5 მლნ. აშშ დოლარით.

ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 870.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 358.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 680.3 მლნ. აშშ დოლარით.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონი ადამიანია, 134 000 უცხოეთის მოქალაქეა – საქსტატი

საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონი ადამიანია, 134 000 უცხოეთის მოქალაქეა…

საქსტატი საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს. საქსტატის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის თანახმად არის 3,929,581 ადამიანი. ამასთან, საქსტატი აქვეყნებს დეტალურ…
თბილისის მოსახლეობა 1.4 მილიონს მიუახლოვდა – საქსტატი

თბილისის მოსახლეობა 1.4 მილიონს მიუახლოვდა – საქსტატი

საქსტატმა 2026 წლის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს 10,700 ადამიანით გაიზარდა და 3.94 მილიონს…