2025 წელს ადგილობრივი ექსპორტი 12.5%-ით გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს ადგილობრივი ექსპორტი 12.5%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 7 291.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობითვე, ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 46.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით გაიზარდა და 3 367.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 700.7 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 301.9 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 298.8 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, 2025 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 378.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 266.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 236.8 მლნ. აშშ დოლარით.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა – სტატისტიკა

2025 წელს ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა – სტატისტიკა

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა. დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი…
სად და რა მიზნით მოგზაურობდნენ ადგილობრივი ტურისტები 2025 წელს? – სტატისტიკა

სად და რა მიზნით მოგზაურობდნენ ადგილობრივი ტურისტები 2025 წელს?…

2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 364.9 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 357 ათასი ვიზიტი თვეში). ამის…
იანვარში ავტოექსპორტი შემცირდა – ტოპ საექსპორტო საქონლის რეიტინგი

იანვარში ავტოექსპორტი შემცირდა – ტოპ საექსპორტო საქონლის რეიტინგი

2026 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 480 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია. საქსტატის…