თბილისში გზებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს – მერია

თბილისში გზებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს – მერია

მერიის ცნობით, თბილისში მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები პროცესში კვლავ 24-საათიან რეჟიმში არიან ჩართულები.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ტროტუარებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებების გაწმენდა მიმდინარეობს ბაგებში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძის და მელიქიშვილის გამზირებზე. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, უხვი თოვლის გამო პირველ ეტაპზე პრიორიტეტი ცენტრალური გამზირებისა და ქუჩების გაწმენდა იყო, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება უზრუნველყო. მისი თქმით, თოვის შეწყვეტის შემდეგ სამუშაოები შიდასაუბნო ქუჩებსა და ტროტუარებზე გადაინაცვლებს.

„სრული მობილიზებით ვიწყებთ ტროტუარებსა და ჩიხებში მუშაობას. გზების გაწმენდა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ლოკაციაზე არსებული პრობლემა არ აღმოიფხვრება. საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია მერიის ცხელ ხაზს მიმართოს,“ – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 17 იანვრიდან დღემდე დედაქალაქის ქუჩებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე 5 ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.

მსგავსი სიახლეები

თოვა, ქარბუქი, ზღვაზე შტორმი – 13-14 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება

თოვა, ქარბუქი, ზღვაზე შტორმი – 13-14 იანვარს საქართველოში ამინდი…

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 იანვარს, საქართველოში ამინდი გაუარესდება. “13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის სახით, 14…
Demaclenko – ს განცხადება

Demaclenko – ს განცხადება

ბაკურიანის გათოვლიანების პროექტი, რომლისთვისაც ეკონომიკის სამინისტროს კომპანია MTA-მ აპრილში 137.8 მილიონი ლარის სავარაუდო ფასით გამოაცხადა შესყიდვა უკვე იქცა უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთ…
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების პროექტი განხორციელდება

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების პროექტი განხორციელდება

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების მასშტაბური პროექტი განხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ემ თი ეიმ“ (MTA)  ავრცელებს. „თხილამურითა და სნოუბორდით…