გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ

გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ

საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს.

მათი ცნობით, შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება.

„ის, რომ პედაგოგი მობილურ ტელეფონს გაკვეთილის მიმდინარეობისას შესაბამის შემნახველ ყუთში მოსწავლეების ტელეფონებთან ერთად მოათავსებს, ეს იქნება მაგალითი მათთვის. ამას მასწავლებლებისთვის არ აქვს აკრძალვის ხასიათი. ეს არის უბრალოდ პირადი მაგალითის მიცემა მოსწავლეებისთვის. თუმცა როგორი იქნება ზუსტად რეგულაცია, ამ წუთას წესი შედგენილი არ არის, ვმუშაობთ. მაგრამ შინაარსი არის ის, რომ მასწავლებელი მაგალითი გახდეს ბავშვისთვის“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

სასკოლო ფორმებს განათლების სამინისტრო შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს

სასკოლო ფორმებს განათლების სამინისტრო შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი…
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა

განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა. სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი ადგენს…
“სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, რომელ რეგიონს, რომელ საგანში, რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება” – განკარგულება

“სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, რომელ რეგიონს, რომელ საგანში, რა…

“სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, რომელ რეგიონს, რომელ საგანში, რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ “ოცნების” მთავრობის მიერ…