სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტ Picot-თან დაკავშირებით მომხმარებელებს მიმართავს, რომ აღნიშნული პროდუქციის ზოგიერთი პარტია არ გამოიყენონ

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტ Picot-თან დაკავშირებით მომხმარებელებს მიმართავს, რომ აღნიშნული პროდუქციის ზოგიერთი პარტია არ გამოიყენონ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტ Picot-თან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. 

„იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ სურსათზე ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება სააგენტოს არ მიუღია, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, სააგენტო, კონკრეტული პარტიების – Picot 1 400G – 8000003312-ის, Picot 1 800G -8000003297-ის, Picot 2 800G -8000003280-ის სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს.

სააგენტო ასევე მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა

საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს – საზამთროს და ნესვს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით,…