2025 წლის ბოლოსთვის, თბილისში უძრავი ქონება წლიურად და თვის ჭრილში გაძვირდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების IV კვარტალის ინდექსიდან ირკვევა.
2025 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3% შეადგინა.
2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 59.4%-ით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
ამ პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.3%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.1%) გაიზარდა. 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 3.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 2.5%-ით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
საქსტატი საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს. საქსტატის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის თანახმად არის 3,929,581 ადამიანი. ამასთან, საქსტატი აქვეყნებს დეტალურ…
საქსტატმა 2026 წლის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს 10,700 ადამიანით გაიზარდა და 3.94 მილიონს…