პირველი კატეგორიის საწარმოების რეგისტრაცია 2026 წლის 31 იანვარს იწურება

პირველი კატეგორიის საწარმოების რეგისტრაცია 2026 წლის 31 იანვარს იწურება

პირველი კატეგორიის საწარმოებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეესტრში რეგისტრაცია 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა გაიარონ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ენერგოაუდიტის ჩატარების წესი“.

„რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, საწარმომ სამინისტროს მეილზე – gesrp@moesd.gov.ge უნდა წარუდგინოს ამ წესის დანართის შესაბამისი ინფორმაცია და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

საწარმო პირველი კატეგორიისაა, თუ შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ორს აკმაყოფილებს: აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება 50 მილიონ ლარს, შემოსავალი კი – 100 მილიონ ლარს, ასევე დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ზე მეტია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა” – მარიამ ქვრივიშვილი

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა” – მარიამ…

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ…
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს მოაწერეს ხელი

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს მოაწერეს…

საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში 10 თვის წინ, გასული წლის ივლისში დაანონსებული ცვლილებები შევიდა. ოქმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…
11 თვეში საქართველოს აეროპორტები 8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა – წლიური ზრდა 14%-ია

11 თვეში საქართველოს აეროპორტები 8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა –…

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. კერძოდ, იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები…