“სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, რომელ რეგიონს, რომელ საგანში, რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება” – განკარგულება

“სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, რომელ რეგიონს, რომელ საგანში, რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება” – განკარგულება

“სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, რომელ რეგიონს, რომელ საგანში, რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ “ოცნების” მთავრობის მიერ მიღებულ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში წერია.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ პედაგოგიური მიმართულების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება აკადემიურ სივრცეში, რაც მათთვის ანაზღაურების ზრდითაც გამოიხატება.

“კვალიფიციური პედაგოგიური კადრების სისტემაში მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით, შეიქმნება სისტემური, პროგნოზირებადი და რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას. პედაგოგიური მიმართულების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება აკადემიურ სივრცეში. სისტემური მოდელი გულისხმობს როგორც ახალი კადრების მომზადებას და პროფესიაში შემოსვლის გზების დივერსიფიცირებას, ასევე რეგიონული და საგნობრივი დისბალანსების დაძლევას.

სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, თუ რომელ რეგიონს, რომელ საგანში და რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. ეს პროგნოზი დაეფუძნება დემოგრაფიისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მასწავლებელს ექნება კარიერული წინსვლის მკაფიო ხედვა, რომელიც დაეფუძნება საგნობრივ ექსპერტიზას, კვლევით საქმიანობასა და მართვის/ადმინისტრირების მხარდაჭერას. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშემწყობი მექანიზმები შემუშავდება მასწავლებლის, სკოლისა და განათლების სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე და მასწავლებლებს ექნებათ სისტემური მხარდაჭერა ონლაინსაგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფის მიმართულებით; ასევე, პრაქტიკული საქმიანობისგან მოუწყვეტლად, ონლაინ ფორმატში შეძლებენ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის საჭირო მხარდამჭერი სერვისების მიღებას. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება იქნება მზარდი”, – ნათქვამია მთავრობის მიერ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციაში.

მსგავსი სიახლეები

სასკოლო ფორმებს განათლების სამინისტრო შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს

სასკოლო ფორმებს განათლების სამინისტრო შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი…
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა

განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა. სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი ადგენს…
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის მიხედვით, “სკოლის დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება”

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის მიხედვით, “სკოლის დაფინანსების არსებული…

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის მიხედვით, სკოლის დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება. აღნიშნულის შესახებ მთავრობის ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში წერია. შესაბამისი განკარგულება მიმდინარე…