საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2% შეადგინა, ხოლო 2025 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა.
2025 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები.
კლების ტენდენციადაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.
საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა დეკემბერში 18.3 მლრდ ლარი იყო, რაც წლის ჭრილში 11%-იანი ზრდაა. ამასთან, დეკემბერში 6 134 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 2024 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 1.2%-ით მეტია.
მსოფლიო ბანკმა მორიგი ანგარიში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც 2025 წლის…
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა.…