რომელია ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორი – BAG

რომელია ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორი – BAG

საქართველოს ბიზნესს ასოციაციის [BAG] ინდექსის მიხედვით, 2025 წლის IV კვარტალში, 2025 წლის III კვარტალთან შედარებით, შემცირდა იმ კომპანიების წილი (3%-ით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს.

2025 წლის IV კვარ­ტალში, ბიზ­­ნეს­საქმი­­ა­ნობის­­თ­ვის ყვე­ლაზე მნიშ­­ვ­ნე­ლოვა­­ნი ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ხუთი ფაქ­­ტორი­­ა: სპე­ცი­ა­ლის­ტების ნაკ­­ლე­ბობა, სა­მარ­თ­­ლებრი­­ვი და ადმი­­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ბარი­­ერე­ბი, სამუ­შაო ძა­ლის ნაკ­­ლე­ბობა, შეზღუ­დუ­­ლი ფი­ნან­სური რე­­სურსე­­ბი ეროვნუ­ლი ვა­ლუ­­ტის გაცვ­­ლი­თი კურ­სის არას ტაბი­­ლუ­რო­ბა.

სექტორებისა და საწარმოთა ზომის მიხედვით, 2025 წლის IV კვარტალში:

  • სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ყველა­ზე მწვა­ვედ იგ­­რ­ძ­ნობა მშე­­ნებ­ლობის სექ­­ტორში (90%) და მცირე ზო­მის კომ­­პა­ნი­ებში (65%).

  • სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი ყველა­ზე მე­­ტად აწუხებს სა­შუ­ა­­ლო ზო­მის კომ­პა­ნი­ებს (48%), გან­საკუთ­­რე­ბით კი მშე­ნებ­ლობის სექ­ტორს (70%).

  • სა­მუ­შაო ძა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბის პრობ­ლე­მა ყველა­ზე მწვა­ვედ ვაჭ­რო­­ბის სექტორ­ში (68%) დგას, რაც ყვე­ლა ზომის კომ­­პა­ნი­ა­ში თა­ნაბრად პრობ­ლე­­მური­­ა.

  • შეზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტორი­ყველა­ზე მე­­ტად მშე­ნებლობის სექ­­ტორის­­თ­ვის არის (70%), ხო­ლო ვაჭრო­­ბის სექ­ტორში ეს პრობ­ლე­­მა საერ­თოდ არ აღი­ნიშ­ნება.

  • სა­წარ­მო­თა ზო­მის მი­­ხედ­ვით კი, შეზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სური რე­­სურსე­­ბის პრობლე­მა ყველა­ზე მე­­ტად მცირე ზო­მის კომ­­პა­ნი­ებში (24%) ფიქ­­სირ­დე­ბა.

  • ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გაც­ვ­ლი­თი კურ­სის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა გან­საკ­უთ­რე­ბით პრობლ­ე­მურია ვაჭ­რო­ბის სექ­ტორ­ში (23%) და თით­ქ­მის თა­ნაბ­რად აწუ­ხებს მცი­რე (18%) და საშ­უა­ლ­ო ზო­მის ბიზ­ნე­სებს (15%).

 

ამასთან, ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა გამძაფრდა (9 პროცენტული პუნქტით), ხოლო ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობისა და მოთხოვნის სიმცირის პრობლემები შემსუბუქდა (5-5 პროცენტული პუნქტით).

ასევე აღსანიშნია, რომ 2025 წლის IV კვარტალში სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის კომპანიათა უმეტესობამ ყველაზე ხელის შემშლელ ფაქტორად მარეგულირებელი გარემო მიიჩნია. სექტორებს შორის მარეგულირებელი გარემო ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე ხშირად ვაჭრობის სექტორში დასახელდა, ხოლო ყველაზე იშვიათად – მრეწველობის სექტორში.

სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის მეორე ადგილს ადმინისტრაციული საკითხები იკავებს. აღნიშნული თანაბრად ხელის შემშლელია მშენებლობის და ვაჭრობის სექტორებში, ხოლო ყველაზე ნაკლებად ხელის შემშლელად დასახელდა მრეწველობის სექტორში.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად ხელის შემშლელად დაფიქსირდა მომსახურების სექტორში, ხოლო ყველაზე ნაკლებად – მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში.

მსგავსი სიახლეები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან…

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბიზნესთან, სახელმწიფო შესყიდვებთან…