საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, UNESCO-ს მიერ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული ღვინო სწორედ გაზაფხულზე იბადება.
„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევისა და პოპულარიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინ აყენებდნენ და ეს ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება.
საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ამის დამადასტურებელი კვლევის ფარგლებში, არქეოლოგიური გათხრები მაისის თვეში დაიწყო.
8 000 წლის უწყვეტი ისტორიის მქონე ქართული ღვინის ეროვნული დღე მაისის თვეში, 8 რიცხვში აღინიშნება.
წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით, თანხობრივად კი 0.6%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, საქსტატის 2026 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველომ ექსპორტზე 188.7…
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში ხუთ კომპანიაში 15 შემოწმება განხორციელდა. შემოწმებების მიზანი საწარმოებში…
7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის…