2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 372.4 ათასი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8%-ით ჩამორჩება.

შემცირებულია ღორების რაოდენობა და ბოლო ათი წლის მინიმუმზეა. ღორის ჯამურმა რიცხოვნობამ 122 ათასი სული შეადგინა, რაც 12%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

რაც შეეხება ფრინველებს, ჯამში სულ 8.7 მლნ. ფრთა იყო, რაც წლიურად 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 6%-იანი კლებაა. 2025 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 545.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 5%-ით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ რძის წარმოება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

2025 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 28 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია. 2025 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 82 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7.7%-ით ჩამორჩება.

2025 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 165.4 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3%-ით ნაკლებია. 2025 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 688 მილიონი ცალი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 2%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

იანვარში ავტოექსპორტი შემცირდა – ტოპ საექსპორტო საქონლის რეიტინგი

იანვარში ავტოექსპორტი შემცირდა – ტოპ საექსპორტო საქონლის რეიტინგი

2026 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 480 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია. საქსტატის…
2025 წელს საარსებო შემწეობას 129 ათასზე მეტი ოჯახი იღებდა – საქსტატი

2025 წელს საარსებო შემწეობას 129 ათასზე მეტი ოჯახი იღებდა…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 397 ათასამდე გაიზარდა. წლიურად ოჯახების რაოდენობა დაახლოებით 6…
პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით…

პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. XI მოწვევის პარლამენტის გახსნით პლენარულ სხდომაზე 81 დეპუტატმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი 10…